aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რატომ ვერ მიიღებენ გარემოვაჭრეები 300-ლარიან კომპენსაციას – შემოსავლების სამსახურის განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შემოსავლების სამსახურს 1 დღეში უკვე 4 500-მა ბენეფიციარმა მიმართა. თანხის ჩარიცხვის ვადა კი სამი დღეა,” – ამის შესახებ აღნიშნული უწყების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან დგებუაძ “პალიტრანიუსის” გადაცემაში ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, ჩაერიცხებათ, თუ არა კომპენსაცია გარე მოვავაჭრეებს, რომლებიც არავისაგან ქირაობდნენ ფართს და ქუჩაში ყიდდნენ პროდუქციას, დგებუაძე პასუხობს, რომ – არა.

,,შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, განაცხადი ამ დრომდე უკვე ატვირთა 4 500-მა პირმა. ძალიან მნიშვნელოვანია განიმარტოს, ვინ იქნება დახმარების ბენეფიციარი და როგორ მიიღებენ მას. პირველ რიგში, დახმარებას მიიღებენ პირები, დაქირავებულები, რომლებიც მუშაობდნენ და 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო დამქირავებლებს შეეზღუდათ საქმიანობა და ვეღარ უხდიან ხელფასს. მეორე, ეს არიან რეგისტრირებული პირები, ინდ მეწარმეები, მიკრო მცირე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი მეწარმეები, რომლებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და შეეზღუდათ და მესამე, ეს არიან არარეგისტრირებული თვითდასაქმებულები.

რაც შეეხება დოკუმენტაციას, პირველ შემთხვევაში ფორმას ავსებს დამსაქმებელი, მეორე შემთხვევაში თავად დასაქმებული. ჩვენ სამი დღის ვადაში გადავუგზავნით ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს, რომელიც ამ ვადაში უზრუნველყოფს კომპენსაციების ჩარიცხვას მათ ანგარიშებზე. წარდგენის ბოლო ვადა 24 დეკემბერია, თუმცა წარდგენილ მონაცემში კორექტირების შეტანა 28 დეკემბრამდე შეუძლიათ.

,,დოკუმენტაციის არასწორი წარდგენა, საგადასახადო დანაშაულია და ბუნებრივია, იწვევს სანქცირებას. ამიტომ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, სწორად მოგვაწოდონ დოკუმენტაცია. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, თუ ისინი არ ქირაობენ ფართს ან არ იღებენ უფლებას და ვაჭრობენ ისე, რომ არავის მიმართავს საქმიანობისათვის, ისინი ვერ მიიღებს კომპენსაციას“,- თქვა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ,,საქმეში“.

რაც შეეხება 200 ლარიან კომპენსაციას დაქირავებით დასაქმებულთათვის, დგებუაძეს თქმით, ის იანვარში დაიწყება და იმოქმედებს 6 თვე.” – განაცხადა დგებუაძემ.

იტვირთბა....