aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვიმედოვნებ, რომ ეს არის პარტიის შიდა პრობლემები, რომელიც არასწორ დროს ამოვიდა ზედაპირზე” – მელია “გირჩის” დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დასანანია, რომ მსგავსი კონფლიქტი ახლა მოხდა, მაგრამ ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება,” – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკამ მელიამ პარტია “გირჩის” დღეს მიღებული გადაწყვეტილების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მელიამ მედიასთან აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ეს არის პარტიის შიდა პრობლემები, რომელიც არასწორ დროს დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ამოვიდა ზედაპირზე,

“ვიმედოვნებ, რომ ეს არის პარტიის შიდა პრობლემები, რომელიც არასწორ დროს დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ამოვიდა ზედაპირზე. მჯერა, რომ “გირჩის” სიით გასული არცერთი დეპუტატი ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევა. სამწუხაროა! მე თითოეულ წევრს ვიცნობ, პატივს ვცემ და მსგავსი კონფლიქტები მომხდარა სხვადასხვა პარტიებში მათ შორის, “ნაციონალურ მოძრაობაში” სხვადასხვა ეტაპებზე, მაგრამ ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება. სამწუხაროა, დასანანია, რომ მოხდა და მოხდა ახლა, მაგრამ ყველაფერი არის მოგვარებადი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ამ განცხადების შემდგ, იაგო ხვიჩია, თქვა, რომ ის და ზურა სამყაროს ერთნაირად უყურებენ და შეუძლებელია, აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო.

ამავე თემაზე:  „ვწყვეტ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას”- ტორესა მოსიმ “გირჩი” დატოვა

„ვერ გავიგე რას ნიშნავს ჯაფარიძის ეს განცხადება, მიდის თუ ჩვენ გვაგდებს”- რაქვიაშვილი ჯაფარიძეს ეხმიანება

იტვირთბა....