aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გავარკვიეთ, რომ დაღუპული 17 წლის გოგო არ იყო ინფიცირებული”- ეკატერინე ტიკარაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 17 წლის გოგონა დაიღუპა კორონავირუსით, გავარკვიეთ, რომ დაღუპული ახალგაზრდა არ იყო ინფიცირებული”, – აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ  17 წლის გოგოს გარდაცველაბასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილ 17 წლის გოგოს კორონავირუსით ინფიცირებულთანაც არ ჰქონდა კონტაქტი.

„მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 17 წლის გოგონა დაიღუპა კორონავირუსით, ჩვენ მყისიერად გავაკეთეთ მოძიება, როგორც სასწრაფოს გამოძახების, ასევე ბრიგადის ადგილზე მისვლის შესახებ და გამოიკვეთა, რომ დაღუპული ახალგაზრდა არ იყო ინფიცირებული და არც ინფიცირებულის კონტაქტი იყო. როდესაც მსგავსი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მოსახლეობაში იწვევს პანიკას და საკმაოდ დიდ ზეწოლას და დარტყმას ექიმებზე, რაც მიმდინარე ვითარებაში არასწორია. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტში წარდგენილი იყო კანონი, რომელიც რეგულირების სააგენტოს დამატებითი ინსტრუმენტებით აღჭურვას გულისხმობდა. რეგულირების სააგენტოა ვალდებული ყველა გადაცდომა შეისწავლოს და ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. დღესდღეობით, იმ შეზღუდული ინსტრუმენტებით, რომლებიც რეგულირების სააგენტოს გააჩნია, რეგულირების სააგენტო ყველა ფაქტს სწავლობს, რომელიც დაფიქსირებულია. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში აუდიტის ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელიც შექმნილია სპეციალურად კოვიდის მართვისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

იტვირთბა....