aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ისიც დააკავონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ისნის N5 საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ისიც დააკავონ.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, საზიზღარი და ამორალურია ის ბრალდება, რომლითაც კომისიაში ნაციონალური მოძრაობის ორი წარმომადგენელი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს.

“საზიზღარი ბრალდებით დააკავეს, უახლესი მეგობრის გარდაცვალება დააბრალეს ამ ადამიანს. ახლა აღმოჩნდა, რომ მოწებება უნდათ ამ ამორალური ბრალდების და პროპაგანდის ჩემთვის ან ჩემი პარტიისთვის. ამიტომ მე არაფერს გამოვრიცხავ.

დღეს ისეთი სიტუაცია გვაქვს და ისეთ მიტაცებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი”, – აცხადებს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პროკურატურამ  ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

იტვირთბა....