aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კორონავირუსით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არჩევნების შედეგია” – მეუფე იაკობი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი კორონავირუსის მომატებულ მაჩვენებელთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ექიმების ბრალი საერთოდ არ არის.

მისივე განმარტებით, პანდემიის ფონზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და შედეგად სიკვდილიანობის ასეთი დიდი მაჩვენებელი მივიღეთ.

“ჩატარდა არჩევნები და რის ფასად? იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს, როცა დროზე იყო შესასზღუდი დადიოდნენ აგიტაციებზე ყველა პარტია, არავინ არ აკლებდა, ვისაც დიდი ფული ჰქონდა ისინი უფრო მეტს მოძრაობდნენ და ვირუსი გადი- გამოდიოდა. მერე იყო არჩევნები. 2 მილიონი კაცი მივედით და კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი იქაც დაავადდა…როდესაც მე გავაფრთხილე ხელისუფლება, 1500 და 1600-ს შორის იყო დაავადებულთა რიცხვი. ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთ დიდი სიკვდილიანობა. რა ხდება მერე? ნაწილი ამბობს, რომ შედის, ნაწილი ამბობს რომ არ შედის. მე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ შედის და ვინ არა – მე მაინტერესებს ერთი რაღაცა – რისთვის აგირჩიეთ, ერთმანეთში რომ გააგრძელოთ ეგ ბრძოლა უაზროდ?… მართლაც რომ გადადებულიყო რა იქნებოდა ხო? რომ ჩავატარეთ რა მივიღეთ? მოდით მარტივად შევხედოთ, შევიდა 90 კაცი პარლამენტში და სხვა არავინ, რა პარლამენტი იქნება და გინდა აირჩიონ მინისტრები, ხომ იცით რომ ისეთი ნდობა არ ექნებათ? ამხელა ბერკეტები, რომ გაქვს და თბილისში ერთ რაიონსაც ვერ იგებ, ეს ჩემთვის ბევრის მანიშნებელია და თვითონაც ხვდებიან ამას” – განაცხადა მეუფ იაკობმა.

იტვირთბა....