aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ექიმებიც, რომლებიც განუსაზღვრელი რაოდენობის არ გვყავს, გადაწვის საფრთხის წინაშე არიან” – ნათია ფანჯიკიძე კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს გადატვირთვას ეხმიანება.

“მეტრონომი” ფსიქოლოგის მიმართავს უცვლელად გთავაზობთ.

“ბევრი ადამიანი წუხს, რომ დროულად ვერ იღებს ექიმის კონსულტაციას, ამ უკანასკნელთა გადატვირთულობის გამო. თავის მხრივ ექიმებიც, რომლებიც განუსაზღვრელი რაოდენობის არ გვყავს, გადაწვის საფრთხის წინაშე არიან. მოკლე სახელმძღვანელო კონსულტაციები, როგორ მოიქცეს ადამიანი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდის სხვადასხვა ეტაპზე და დაავადების მოსალოდნელი დინამიკის კვალდაკვალ, მოკლე ვიდეორგოლების სახით და მოკლე ტექსტების სახით (ზოგი აუდიალია და მოსმენით უკეთ იგებს, ზოგს წაკითხვა ურჩევნია) არ შეიძლება, რომ ჩაიწეროს და გავრცელდეს? გადიოდეს ტელევიზიებითაც (ყველას არა აქვს ინტერნეტი). რეკლამების სახით რომ გადიოდეს. ვიცი, ბევრი რამ არის ინტერნეტში და ბევრმა ექიმმა გააკეთა ეს, მაგრამ არ უნდა იყოს მოსაძებნი, – ყველას უნდა ხვდებოდეს თვალში და უნდა იყოს დადასტურებული, როგორც სანდო და კვალიფიციური. ასევე, არ უნდა იყოს ასი ვარიანტი, ადამიანებს შეჯამება და ამორჩევა უჭირთ. შეთანხმებული და შეჯერებული უნდა იყოს. მოკლედ 12 წლის ბავშვმაც უნდა გაიგოს, რა ქნას,” – წერს ნათია ფანჯიკიძე

იტვირთბა....