aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეუბნებოდა ჩემი შვილი, არა დედიკო, გატყუებენო” – ბათუმში, გარდაცვლილი 31 წლის ქალის დედა მედიასთან საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეუბნებოდა ჩემი შვილი, არა დედიკო, გატყუებენ დედიკო, ერთხელ არ შემოდიან, ღამით ექთანი ერთხელაც არ შემოდისო მითხრა,” – ამის სესახებ ბათუმის სამშობიარო სახლში 31 წლის გარდაცვლი ქალის დედა მედიასთან ყვება.

როგორც გარდაცვლილის დედა გულნაზი დოლიძე აცხადებს, მის შვილს 19 ნოემბერს დაუდასტურდა კორონავირუსი და მეორე დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სამშობიარო სახლში გადაიყვანა.

ამასთან, გარდაცვლილი 31 წლის მელოგინე რუსუდან კოკობინაძის ოჯახი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად დაგვიანებულ მკურნალობას ასახელებს და ბათუმის სამშობიარო სახლს ადანაშაულებს.

„აიღო ტესტი, დაუდასტურდა კორონავირუსი და გადავიყვანეთ ბათუმის სამშობიარო სახლში. სასწრაფომ გადაიყვანა. მაგრამ მე ვთვლი, რომ იქ, ბათუმის სამშობიარო სახლში, დაუგვიანეს მკურნლობა. იმიტომ, რომ ერთი კვირა იქ იწვა, ოფლში იწურებოდა თურმე ბავშვი, ფეხზე ვერ დგებოდა, სიცხეები ჰქონდა, ყელი უკვე გადაეკეტა, რატომ არც ერთმა ექიმმა არ მოიკითხა, ან უფროსმა, ან დირექტორმა, რატომ?

მე იმავე დღეს მქონდა დირექტორთან შეხვედრა და საუბარი, კარგად არის, ხვალ უფრო წინსვლა გვექნებაო, მეუბნებოდა. ბატონ ლადო მგალობლიშვილს (აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი) ვთხოვე დახმარება, დავარეკინე დირექტორთან, რადგან მირეკავდა ბავშვი, ძალიან უყურადღებოდ ვარო. დაურეკა ლადომ ნუგზარის, (პაპავა, სამშობიაროს დირექტორი). დირექტორს ძალიან ბევრჯერ მივმართეთ.

მეუბნებოდა ჩემი შვილი, არა დედიკო, გატყუებენ დედიკო, ერთხელ არ შემოდიან, ღამით ექთანი ერთხელაც არ შემოდისო მითხრა. ნუგზარს რომ დავურეკე, დღეს გადავიყვანოთ, სასწრაფო გამოიძახე და კატეზე გადავიყვანოთ სასწრფოდ მეთქი, კატეს მკურნალობით მიდის ქალბატონოო. უკეთესობა არის და ხვალ კიდე უკეთესობა იქნებაო.

უნგიაძეც მათ ადანაშაულებს, ( ჯუმბერ უნგიაძე, „მედინას კლინიკური დირექტორი) ბევრჯერ შემხვდა და მითხრა, თქვენი შვილის მკურნალობა დააგვიანა იმ სამშობიარომო“- აცხადებს გულნაზ დოლიძე.

ცნობისთვის,  ბათუში,  გარდაცვლილი 31 წლის პაციენტი თავდაპირველად ბათუმის სამშობიაროში მოათავსეს კორონავირუსის დიაგნოზით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, 25 ნოემბერს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს და 27 ნოემბერს კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს, სადაც გუშინ გარდაიცვალა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, პაციენტს ფილტვის 23 ქულიანი დაზიანება ჰქონდა.

იტვირთბა....