aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გაიზრდება თუ არა მოქალაქეებისთვის გაზის საფასური – მთავრობა “თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრას გამართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მოსახლეობის ნაწილში გაძვირებას არ ველოდებით და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება.

„პადნემიიდან გამომდინარე ენერგეტიკული კომპანიებიც არაა გამონაკლისი და მათ სერიოზული სირთულეები აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მოსახლეობის ნაწილში გაძვირებას არ ველოდებით და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, ეს არაა რეგულირებადი, თუმცა ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით.

კომპანიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თბილისის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით მომარაგება და აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი ეს გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს, რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და აუცილებელია ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა“,- აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, 2021 წლის 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება. ტარიფის ცვლილება არ შეეხებათ პურის საწარმოებსა და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს.

იტვირთბა....