ახალი ამბები ვიდეობლოგი მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

ყარაბაღის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე – ამირან სალუქვაძის ვიდეობლოგი

მთიანი ყარაბაღის ზონაში კონფლიქტი, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 27 სექტემბერს დაიწყო, სამმხრივი მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. რუსეთის შუამავლობით, მხარეები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ხოლო, შეთანხმების მიხედვით,  ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

ექპერტები კონფლიქტის გააქტიურების დღიდან საუბრობენ, რომ ყარაბაღში მიმდინარე მოქმედებები რეგიონში სურათს რადიკალურად შეცვლის და ვითარება საქართველოზეც მოახდენს გავლენას. ექსპერტი ყარაბაღში რუსი სამხედროების განთავსებით საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს.

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე “მეტრონომთან” განმარტავს, რა მიმართულებით უნდა ველოდოთ ვითარების ცვლილებას სამხრეთ კავკასიაში და რა ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე კიდევ ერთ მეზობელ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების განთავსება.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც,10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.

მოწერილი შეთანხმებით, რუსეთმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედრო შეიყვანა, სომხეთმა კი შეიარაღებული ძალების დანაყოფები გამოიყვანა.

მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....