aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ჩემი თავისთვის ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი” – ცერცვაძის პირველი კომენტარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, რომელიც კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა, საკუთარი მკურნალობის და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ ექსკლუზიურად „იმედის კვირას“ განუცხადა. თენგიზ ცერცვაძემ მისი ასაკის და თანმხლები დაავადების გამო კოლეგები პაციენტებთან კონტაქტის შეწყვეტას ურჩევდნენ. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არსებულ ვითარებას, შეფერხებებით, მაგრამ უმკლავდება, საუბარი იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არ იყო კი უბრალოდ ტყუილია.

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. „რემდესივირი“ შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.

რას ჰქვია ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად? ამისთვის რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არ ყოფილიყო, იმ სიტუაციაში, როცა საქართველოში რაღაც დღეებში დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე მაჩვენებელი ახალი შემთხვევების ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, როგორ გაუმკლავდებოდა ამას?“ – აცხადებს ცერცვაძე.

იტვირთბა....