aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართულ ოცნებას არანაირი სურვილი არ ეტყობა იმის, რომ დათმოს კლანი სასამართლოში” – იაგო ხვიჩია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართულ ოცნებას არანაირი სურვილი არ ეტყობა იმის, რომ დათმოს „კლანი“ სასამართლოში,” – აღნიშნული განცხადება პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, მართლმსაჯულების საკითხი, რომ დაეწყო “ქართულ ოცნებას” ისე, როგორც ოპოზიცია შეთანხმება – “გირჩი” და სხვაოპოზიციური პარტიებიც შევიდოდა პარლამენტში

“ზურა ჯაფარიძეს აქვს გადაცემა, სადაც ადამიანები შემოდიან პირდაპირ ეთერში და ზურას უსვამენ კითხვას. ერთ-ერთმა დაუსვა ასეთი კითხვა, რომ არის თუ არა ერთადერთი საკითხი ვადამდელი არჩევნები, რის გამოც “გირჩი” შევა პარლამენტში?! ამ კითხვაზე ზურას პასუხი იყო, რომ ეს საკითხი ერთადერთი არ არის და მაგალითად მართლმსაჯულების საკითხი, რომ დაეწყო “ქართულ ოცნებას” ისე, როგორც ოპოზიცია შეთანხმდა – “გირჩი” და სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევიდოდა პარლამენტში, უბრალოდ ეს არ განიხილება სერიოზულად იქიდან გამომდინარე, რომ არავინ არ ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” სასამართლოდან „კლანს“ გაუშვებს და შემოიყვანს არჩევით მოსამართლეებს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იტვირთბა....