aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ერთი კობახიძეს უშველა დიპლომმა და მეორე ამ ჩლუნგ ტიკარაძეს უშველიდა რომ ჰქონოდა” – ირინა სარიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი ჯანდაცვის მისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დიპლომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“მეტრონომი” სარიშვილის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“არანაირი დიპლომი თუ უდიპლომობა ჩემთვის საზომი არ არის. ერთი კობახიძეს უშველა დიპლომმა და მეორე ამ ჩლუნგ ტიკარაძეს უშველიდა რო ქონოდა. ცოტა გაუგებარია ჩემთვის, ივანიშვილს – მთავარ დამნაშავეს და მის ხელისუფლებას რომ ვთხოვთ მის მოხსნას და სხვის დანიშვნას. უკეთესს დანიშნავს?? ტიკარაძე, ისევე როგორც სხვა ჭანჭიკები დამნაშავეები არიან და უნდა დაისაჯონ, მაგრამ ეს მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. აქამდე სწორად მივდივართ და მთავარ მიზანს არ ავცდეთ მეგობრებო – ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით. და კიდევ ერთი: ჩვენ 31 დეკემბრამდე ასე ციყვებივით სახლში ჯდომას და ამ უკანონო საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვას ვაპირებთ, რასაც არაფერი საერთო ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან არა აქვს და პირდაპირ ემსახურება გაყალბებული არჩევნებით მიღებული პარლამენტის გათრევას და ეკონომიკის საბოლოოდ დანგრევას?? ის ერთდღიანი დაუმორჩილებლობა ფილმად ვნახეთ თუ რა ხდება ჩვენ თავს?” – წერს ირინა სარიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, ნოდარ მელაძის “შაბათში” გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარია ჯანდაცვის მინისტრის გაყალბებული დიპლომის შესახებ. 

ამავე თემაზე მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.

იტვირთბა....