aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მსხვილი სავაჭრო ცენტრების და ბრენდ მაღაზიების წარმომადგენლები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალ წლამდე მუშაობის ერთკვირიანი ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით მსხვილი სავაჭრო ცენტრების და ბრენდ მაღაზიების წარმომადგენლები ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც  სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები “კურიერთან” აცხადებენ, აღნიშნული მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში  მათ სერიოზული ზარალი მიადგებათ და უმუშევრად ასეულობით ადამიანი დარჩება.

მათივე განცხადებით, დღეს მათ კომუნიკაცია ბიზნესომბუდსმენთანაც ჰქონდათ.

“ჩვენ შევთავაზებთ, რა ფორმატით შეგვიძლია რომ ვიმუშაოთ დეკემბერსა და იანვარში, თან შეგვიძლია კონკრეტულ საკითხებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ შევძლებთ კარგად ვმართოთ ნაკადები, თუმცა იქნება ჩვენგან მოთხოვნა თუ რა პერიოდში გვინდა, რომ ვივაჭროთ. ის ერთი კვირა, რომელიც ახლა არის მოცემული, გვინდა, რომ გახანგრძლივდეს. არის ასევე ეკონომიკურ ნაწილში დახმარებებზე, რომ ჩვენს სექტორზე გავრცელდეს. რაზე შევჯერდებით გამოჩნდება შეხვედრებიდან, რომელიც გაიმართება ხელისუფლების წარმომადგენლებთან,” – განაცხადა შპს “Retail Group Georgia”-ს დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა.

იტვირთბა....