aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პანდემიის დროს მცირე მაღაზიები გაქრნენ ორბიტიდან და თანხებს ვერ ვიღებთ” – მეწარმე, ბაგრატ მეზურნიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეწარმე ბაგრატ მეზურნიშვილის განცხადებით, გაკოტრებულ მცირე მაღაზიებს ქართველი მეწარმეების მიმართ გადაუხდელი ფინანსური ვალდებულებები რჩებათ.

როგორც მეზურნიშვილი bm.ge-თან საუბრისას აცხადებს, პანდემიის პერიოდში მას, როგორც მეწარმეს ძირითადი პრობლემები არა ქსელურ კომპანიებთან, არამედ მცირე ზომის მაღაზიებთან შეექმნა.

“მცირე მაღაზიებთან უფრო მეტი პრობლემა შემექმნა. ეს მაღაზიები ფაქტიურად პანდემიის დროს დაიკეტნენ, გაქრნენ ორბიტიდან და საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ. ამ ყველაფერს მივყავართ საკანონმდებლო პრობლემებამდე. თუ მაღაზია გაკოტრდება და ფუნქციონირებას შეწყვეტს, არაერთ ვალდებულებს იტოვებს, რომელიც მცირე მეწარმეების მიმართ აქვს. ამ დროს სასამართლოს კი მოიგებ, მაგრამ პრობლემა აღსრულების ნაწილშია. ვერ შეძლებ თანხების ამოღებას, აქ არის მთავარი პრობლემაც.

არაერთხელ მივმართეთ ყველა მთავრობას, თუმცა, სამწუხაროდ არანაირი რეაგირება არ იყო. მცირე მაღაზიების დამფუძნებლების უკან არაფერი არ დგას, მათ არ აქვთ ვალდებულება, რომ რაიმე ჩადონ იმის სანაცვლოდ, რომ შენ პროდუქცია შეგაქვს. ხელშეკრულება როგორიც არ უნდა გააფორმო, ფინანსურ ვალდებულებას, რაც მას აქვს, ვერ ამოიღებ თუ ის გაკოტრდება”- აცხადებს მეწარმე, ბაგრატ მეზურნიშვილი.

ცნობისთვის, მეწარმე ქართულ ბაზარს 28 სახეობის ყველს სთავაზობს, რომელსაც განსხვავებული ტექნოლოგიით ამზადებს. ყველის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე 2004 წლიდან ხორციელდება.

იტვირთბა....