aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ხვალ სასამართლოს შევთავაზებთ ასობით ადამიანის თავდებობას” – გაათავისუფლებს თუ არა კარტოგრაფებს სასამართლო?!

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ხვალ სასამართლოს შევთავაზებთ ასობით ადამიანის თავდებობას,” -აღნიშნული განცხადება ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გააკეთა.

როგორც ივერი მელაშვილისა და ნატალა ილიჩოვას ადვოკატები მედიასთან აცხადებენ, დაკავებულებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები თავდებში ჩაუდგნენ. მათივე განცხადებით, ისინი გეგმავენ, სასამართლოზე პატიმორბის თავდებით შეცვლა მოითხოვონ.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ. მიუხედავად ამისა, ხვალ სასამართლოს შევთავაზებთ ასობით ადამიანის თავდებობას. ეს იქნება ალტერნატიული ღონისძიება ჩვენ მიერ შეთავაზებული სასამართლოსთვის, პატიმრობის ნაცვლად. გარდა იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი სამართლებრივი გზა, ამასთან, იქნება დემონსტრირება იმის, რომ საზოგადოებას სჯერა ამ ადამიანების და ასეთი ფორმითაც გამოხატავენ”, – განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

ამასთან, დაცვის მხარე თვლის, რომ არ არსებობს ვარაუდის საფუძველი, თითქოს ბრალდებულები გამოძიებას მიემალებიან ან საქმეზე მტკიცებულებებს გაანადგურებენ.

ინფორმაციისთვის, საქალაქო სასამართლოსთან პროცესის პარალელურად დაგეგმილია დემონსტრაცია, რომელშიც მონაწილეობას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალა ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

იტვირთბა....