aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჩოხატაურში, ქვის საამქროში დაშავებული მუშა დაიღუპა – შსს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩოხატაურში, ქვის საამქროში დაშავებული მუშა დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საამქროში დაშავებული მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცი დანადგარს წმენდდა, რა დროსაც აპარატურა ჩაირთო და ამ დროს მიიღო დაზიანებები. მამაკაცი სოფელ გოგლესუბნის მკვიდრი იყო.

შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....