aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სირცხვილია, ადმინისტრაციული რესურსის, პირადი მიზნებისათვის გამოყენება” – მელაძე არჩილ თალაკვაძის მეუღლის განცხადებას პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„სირცხვილია, ადმინისტრაციული რესურსის, პირადი მიზნებისათვის გამოყენებით გამართლება“, – აღნიშნული განცხადებით “ტვ პირველის” მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე არჩილ თალაკვაძის მეუღლის, ქეთევან ბუბუტეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქყვეყნებულ განცხადებას პასუხობს.

“მეტრონომი” ნოდარ მელაძის “ფეისბუქ” მიმართავას უცვლელად გთავაზობთ.

„პრობლემა ის იყო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ავალებთ თქვენი ბინის მაკლერის როლი შეიათავსონ.

პრობლემა ის არის რომ იარაღიანი დაცვა ხვდება ადამიანებს და თქვენ ავალებთ მათ, სახელმწიფოს უწყების თანამშრომლებს თქვენი ბინის გადაპროექტების საკითხები კლიენტთან განიხილონ. სად სამზარეულო უნდა იყოს და სად საძინებელი. “დასაცავი პირის სივრცე” როგორ არის ტერიტორია სადაც აღარ ცხოვრობს! დაცალა და გადავიდა.

პრობლემა არის ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყება.

პრობლემა არის, როდესაც მოქალაქეს 21:00 შემდეგ ბინიდან გასვლა ეკრძალება და ამ დროს თქვენი ბინის მაკლერი პირდება მყიდველს რომ ამ დაწესებულ დარღვევებს.

სირცხვილია ადმინისტრაციული რესურსის, პირადი მიზნებისათვის გამოყენებით გამართლება“ , – წერს ნოდარ მელაძე „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლემ ქეთევან ბუბუტეიშვილმა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს არჩილ თალაკვაძე ადმინისტრაციულ რესურსს პირადი მიზნებისთვის იყენებს, სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

როგორც ქეთევან ბუბუტეიშვილი წერს, რომ “ტვ პირველის” მიერ მომზადებული სიუჟეტი, ცილისწამებაა.

 

იტვირთბა....