aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კარგათ ნახეთ, ძველ თაობებში რისი დიპლომი თუ სერტიფიკატი აქვს ცნობილ სპეციალისტებს” – არჩილ გამზაედია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“კარგად ნახეთ, ძველ თაობებში რისი დიპლომი თუ სერტიფიკატი აქვს ამა თუ იმ ძალიან ცნობილ სპეციალისტს და მოხელესაც. მერე ნახავთ, რომ ეს არც არაფრის მოცემულობა არ არის, უბრალოდ, პორლიტიკური პროპაგანდის ნაწილია და დისკრედიტაციისაც მათ შორის,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი, არჩილ გამცარდის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“მეტრონომი” ანალიტიკოსის “ფეისბუქ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“დიპლომებზე თუ დამადასტურებელ ცნობებზე გამახსენდა, წლების წინ, ტრენინგების ჩატარება რომ დავიწყე, ჯერ მგონი, 2 ტრენინგცენტრი იყო სულ გახსნილი, ერთ-ერთში მეც ვმუშაობდი, იმ დროიდან მოყოლებული, დროდადრო ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ტრენინგ-ცენტრთან, ერთხელ დროის მენეჯმენტში დამიკვეთეს ტრენინგი, ეს უცხო მიმართულება იყო, არც მე ვიყავი მზად, ჩავუჯექი ინტერნეტში, ვიდეოლექციები თუ მასალები, ცალკეულ საკითხებში არსებულ სპეციალისტებთან ვირბინე, მოკლედ, დავამუშავე კურსი და ჩავატარე, შემდეგ მუდმივად ვმუშაობდი მის დახვეწაზეც, რადგან ეს კომპლექსური დარგია და რეალურად სხვადასხვა მიმართულებასაც აერთიანებდა.

ილიაუნიში მუშაობისას, დროის მენეჯმენტი საერთოდ არ იკითხებდა არც ერთ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში, შევადგინე კურსი აკადემიური სწავლებისათვის და აკადემიური სწავლებაც დავიწყეთ.
გავიდა დრო, ერთ დღეს, თუ სწორად მახსოვს, შვედებმა დამიკვეთეს ტრენინგი, ძალიან კარგი რეკომენდაციებია თქვენზე სხვადასხვა ორგანიზაციიდანო, კი, ბატონო მეთქი, ბუღალტერთან რომ ფინანსურ საკითხებს ვარკვევდი, აღმოჩნდა, რომ საბუთებში საჭირო იყო კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც თურმე არ მქონდა, მაგრამ ბიუროკრატია თავისას ითხოვდა, ტრენინგი ვერ ჩავატარე, მაგრამ მასტერკლასის პრინციპით გამიკეთეს მოწვევა.

ოფიციალური საბუთების უქონლობამ, რაც იმ წლებს ახასიათებდა, ხშირად შემიქმნა პრობლემები, წლების განმავლობაში, ჩვენი თაობის წარმომადგენლები საკუთარ თავზე მუშაობით და გამოცდილებით ვცდილობდით განვითარებულიყავით, თუმცა, ხშირად ოფიციალური ცნობები სულაც არ გვქონდა და ბარე ორი დამდგარიყო დარგში კონკურენტად არაერთისთვის. ზოგ ორგანიზაციას ფორმალობის პრობლემა არ ჰქონია, ზოგს კი ბიუროკრატია ავალდებულებდა.
ასეც ხდება…

30-ს გადაცილებული ადამიანებისთვის დიპლომის ქონა არ ქონა ან სერტიფიკატის ქონა-არ ქონა საერთოდ არ მეტყველებს კვალიფიკაციაზე, რადგან იმ წლებში საქართველოში მსგავსი ინსტიტუციები თუ პროგრამები სათანადოდ განვითარებული არ იყო.

ეს უკვე ახალ თაობას შეუძლია, ამიტომაც, ზოგიერთ დარგში აღარც ვმუშაობ, რადგან ვთვლი რომ ახალგაზრდა თაობებით ჩანაცვლების დრო იყო, რადგან ცოდნაც უფრო სისტემტიზირებული აქვთ და ფორმალობაც.

ასეც ხდება ხოლმე.

უბრალოდ, ბიუროკრატიულ ფაქტორებზე ჩაციკვლა არაფრის მომცემია. კარგად ნახეთ, ძველ თაობებში რისი დიპლომი თუ სერტიფიკატი აქვს ამა თუ იმ ძალიან ცნობილ სპეციალისტს და მოხელესაც მათ შორის და მერე ნახავთ, რომ ეს არც არაფრის მოცემულობა არ არის, უბრალოდ, პორლიტიკური პროპაგანდის ნაწილია და დისკრედიტაციისაც მათ შორის.

პ.ს. მიუხედავად ამისა, თვალს ვუსწორებ სიმართლეს და მაქსიმალურად ვცდილობ ბოლო წლებში ბიუროკრატიული მოთხოვნების შესრულებას, რადგან დღევანდელი რეალობა, ხშირად, შინაარსზე მეტად ბიუროკრატიულ ფორმალობას ანიჭებს უპირატესობას.

შეგახსენებთ, გუშინ, ნოდარ მელაძის “შაბათში” გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარია ჯანდაცვის მინისტრის გაყალბებული დიპლომის შესახებ. 

ამავე თემაზე მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.

იტვირთბა....