aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ექიმებს არ უყვართ თავიანთი მინისტრი და მე როგორ მეყვარება“ – ლევან ბერძენიშვილი ჯანდაცვის მინისტრზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ექიმებს არ უყვართ თავიანთი მინისტრი და მე როგორ მეყვარება“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულ გამოცემასთან, საუბრისას ბერძენიშვილმა დასძინა, რომ ქვეყანაში, კორონავირუსთან  საბრძოლველად შესაბამისი ზომები არ გატარებულა.

„ჯერ აკეთებენ და მერე ფიქრობენ, რა გააკეთეს. თუ ტრანსპორტს აჩერებ, უნდა გაიაზრო, ვინ მივა და ვინ არა სამსახურში. წამლები არ შემოუტანიათ, საველე ჰოსპიტლები არ გაუხსნიათ, ექიმები არ გადაუმზადებიათპანდემიასთან ბრძოლაშიც აღმოვჩნდით ისეთები, როგორიც ყველაფერში.

მე ვერიდები ექიმების კრიტიკას, ყველაზე უფრო ბოლოს ექიმებს შევეხებოდი. ეკატერინე ტიკარაძე საერთოდ არ უნდა იყოს ჯანდაცვის სფეროში, ასეთი ადამიანების დაწინაურებით, ვნახეთ რაც ხდება. მას არავინ არაფერს ეკითხება, ექიმებს არ უყვართ თავიანთი მინისტრი და მე როგორ მეყვარება“,- განაცხადა ბერძენიშვლმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ნოდარ მელაძის “შაბათში” გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარია ჯანდაცვის მინისტრის გაყალბებული დიპლომის შესახებ. 

ამავე თემაზე მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.

იტვირთბა....