aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სინგაპურში, ახალშობილი ახალი ტიპის კორონავირუსის ანტისხეულებით დაიბადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სინგაპურში, ახალშობილი ახალი ტიპის კორონავირუსის ანტისხეულებით დაიბადა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ახალშობილის დედა კორონავირუსით მარტის თვეში, ორსულობის პერიოდში, დაინფიცირდა.

მათივე ინფორმაცით, ახალშობილი ნოემბრის თვეში დაიბადა და მის სხეულში ვირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა.

ამასთან, როგორც ახალ შობილის დედა აცხადებს, მარტის თვეში ის კორონავირუსით მსუბუქად დაავადდა და საავადმყოფოდან ორკვირა-ნახევრიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს.

”ჩემი ექიმი ეჭვობს, რომ ბავშვს ჩემი COVID-19-ის ანტისხეულები ორსულობის პერიოდში გადავეცი”, – აცხადებს ახალშობილის დედა, სელინ ნგ-ჩანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის უცნობია, გადადის თუ არა COVID-19 დედიდან მუცლად მყოფ ბავშვზე ან ჩანასახზე, ხოლო აღნიშნული გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის დედებიდან ახალშობილებზე გადაცემა იშვიათია. ამ დროისათვის, ახალშობილის ორგანიზმში ვირუსის აქტიური შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

იტვირთბა....