ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მისი წყალობით ჩემს შვილს გაუკეთდება ოპერაცია” – ლანა მამუკაშვილმა 1 წლის შვილის გადასარჩენად დახმარება კახი კალაძეს სთხოვა

ლანა მამუკაშვილი, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით თბილისის მერთან დაკავშირებას ითხოვდა, რათა ბავშვის ოპერაციისთვის თანხა ეთხოვა მას თავად კახი კალაძე გამოეხმაურა.

ლანა მამუკაშცილს “პრაიმტაიმი” ესაუბრა, რომელთანაც ის, მისი ერთი წლის ტყუპის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყვება.

„დამიკავშირდნენ, დამპირდა, რომ ყველანაირად დამეხმარება რაც ჯდება ოპერაციის თანხა. მე მხოლოდ ის ვთხოვე, რაც ჩემს შვილს სჭირდება. მადლობელი ვარ, მისი წყალობით ჩემს შვილს გაუკეთდება ოპერაცია, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომ არა კახი, არ ვიცი რა გვეშველებოდა. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.

1 წლის ტყუპიდან ერთ-ერთს, მარიამს, ხერხემლის თიაქრის მძიმე ფორმა აქვს, რომელიც სასწრაფოდ არის საოპერაციო. ამჟამად პატარა მარიამი გავლას ვერ ახერხებს.

„არ გვეგონა, თუ ამ ასაკში დასჭირდებოდა ასეთი ოპერაცია, მაგრამ ძვალმა დაიწყო ამოწევა წელზე და ამიტომ უნდა გაკეთდეს ოპერაცია. ვერ დადის, მარცხენა ფეხი ამოვარდნილი აქვს. თურქეთში, სტამბოლში კეთდება ეს ოპერაცია და პირველ ჯერზე საჭიროა 14 000 დოლარი, შემდეგ კი, მდგომარეობა გვიჩვენებს, დასჭირდება თუ არა კიდევ ჩარევა“ – აცხადებს ლანა მამუკაშვილი.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....