aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პირველი ჩაკეტვის მერე საყელო აწეული გახარია ვნახეთ, რომელმაც დედამიწას ასწავლა, თუ როგორი კრიზისმენეჯერი იყო” – ელისაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რა ვნახეთ? – პირველი ჩაკეტვის მერე საყელოაწეული, გაბღენძილი გახარია, რომელიც უკვე დედამიწას ასწავლიდა ჭკუას, როგორი კრიზისმენეჯერი იყო,” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

როგორც “მოქალაქების” ლიდერმა გადაცემაში განმარტა, 8 თვის განმავლობაში მთავრობას ქედმაღლობის გარდა არაფერი გაუკეთებია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება შეცდომა იყო.

„ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ, 8 თვის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხეს უფასო ტესტების ჩამოტანა? ამ გაღლეტილ, გასაცოდავებულ ქვეყანაში რატომ უნდა იხდიდე 110 და 120 ლარს ტესტში და რატომ უნდა იდგე მის გასაკეთებლად ნახევარი დღე რიგში? კაცს რომ კორონავირუსი აქვს, ფეხზე რომ ვერ დგას, მოწყვეტილია, ქუჩაში რატომ უნდა იდგეს ტესტირებისთვის? 8 თვის განმავლობაში ამის მენეჯმენტი რთული იყო? მაგრამ რა ვნახეთ? – პირველი ჩაკეტვის მერე საყელოაწეული, გაბღენძილი გახარია, რომელიც უკვე დედამიწას ასწავლიდა ჭკუას, როგორი კრიზისმენეჯერი იყო და ტიკარაძე კიდევ ზემოდან გვიყურებდა. 8 თვე რაში გაატარეს ქედმაღლობის და უვიცობის გარდა?!

იტვირთბა....