aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილი მოქალაქეებს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ბრალდებული წერილში წერს, რომელიც “ინტერპრესნიუსს” გაუგზავნა.

ზურაბაშვილი სააგენტოსთვის მიწერილ წერილში პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

„საზოგადოებას ვთხოვ და მოვუწოდებ, უსამართლობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ციხიდან გამომიყვანონ, რათა ერთად მივაღწიოთ მიზანს.

დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვთხოვ პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარესს, ილია მეორეს შემხვდეს და საშუალება მომცეს გავესაუბრო”, – წერს წერილში ზურაბაშვილი.

ლევენ ზურაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ნოემბრეს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირმა მძევლად 19 ადამიანი აიყვანა. ამასთან, თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები წამოაყენა. მოგვიანებით თავდამსხმელი დააკავეს და ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....