aviabiletebi
მთავარი ციტატა

„მე არ ვიტყოდი, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა, ჩემი შეცდომაც იყო – კოვიდ 19-ის მზარდი სტატისტიკა მთავრობის მიერ ლიბერალური მიდგომების ბრალია” – ტიკარაძე

„მე არ ვიტყოდი, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა, ჩემი შეცდომაც იყო, მე არ ვიყავი საკმარისად მომთხოვნი და კატეგორიული, იმ აკრძალვების შენარჩუნებაში, რომელიც იყო თუნდაც გაზაფხულზე”.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი

ამის შესახებ მან “ღამის კურიერში” განაცხადა.

ამასთან, როგორც მან გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მზარდი სტატისტიკა გარკვეულწილად მთავრობის მიერ ლიბერალური მიდგომების ბრალია.

„ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც ჩვენ სრულიად გავხსენით ქვეყანა და გვქონდა ტურისტული სეზონი, მართალია, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სრულიად თავისუფალი გადაადგილებით.

ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ხმა მივეცით არჩევნების ჩატარებას, ამით, რა თქმა უნდა, ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა, ჩვენ შედეგად მივიღეთ გარკვეული გამოსვლები ქუჩებში, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის დამატებით გავრცელებას, გვქონდა მეორე ტური და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სწორედ ის შედეგი, რომ არ ვიყავით უფრო მეტად რადიკალურები და მკაცრები ინფექციასთან ბრძოლის კუთხით,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

იტვირთბა....