aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს ნაძირლები, მათ შორის ეს ექიმები ამათ პარტიულ თავყრილობაზე დადიოდნენ, მაშინ როცა სასუნთქ აპარატებზე უნდათ ეზრუნათ” – უგულავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით “ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

როგორც მან გადაცმეაში განაცხადა, პირველივე დღიდან უნდა გაეკეთებინათ საერთო საბჭო, სადაც დავუძახებდით რელიგიურ ლიდერებს, პოლიტიკურ ლიდერებს და საზოგადოება დაინახავდა, რომ ამ გამოწვევის წინაშე ჩვენ ვართ ერთიანი.

„პირველი დღიდან ეს ნაძირლები იმისა მაგივრად, რომ გაეკეთებინათ საერთო საბჭო, სადაც დავუძახებდით რელიგიურ ლიდერებს, პოლიტიკურ ლიდერებს და ერთად, თუნდაც პოზიცია არ შეგვეჯერებინა, მაგრამ საზოგადოება დაინახავდა, რომ ამ გამოწვევის წინაშე ჩვენ ვართ ერთიანი და არანაირი პოლიტიკური ქულების დაგროვებას არ ვაპირებთ.

პირველი დღიდან ეს ნაძირლები ამითი იყვნენ დაკავებულები და მერე როდესაც საწოლფონდისთვის და სასუნთქი აპარატებისთვის უნდა ეზრუნათ, მათ შორის ეს ექიმები ამათ პარტიულ თავყრილობაზე დადიოდნენ, ახლა კიდევ აქ მორალს გვიკითხავს ვიღაცა.

როგორ ბედავენ ესეთ რაღაცას, როგორ შეიძლება ადამიანი იყო, გამოხვიდე და თქვა, ოპოზიციის შეკრებების გამო გავრცელდაო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

იტვირთბა....