aviabiletebi
მთავარი ციტატა

“წამლები მჭირდება, ნერვიულობს – შენს მეტი არავინ მყავს და შენც რომ რამე მოგივიდეს რა უნდა გავაკეთოო” – მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დედა

“წამლები მჭირდება, იცით როგორ მოიმატა წამლებზე ფასმა. ნერვიულობს – შენს მეტი არავინ მყავს და შენც რომ რამე მოგივიდეს რა უნდა გავაკეთოო, მეუბნება – წამლებიო ალბათ ამიტომ თქვა, მე მარტო ხო არ ვარ ქვეყანას უჭირს. ბოლო სამი თვე ძალიან გაგვიჭირდა. ვიხდიდით ბანკში, ჩვენ არ გვაქვს დავალიანება, მაგრამ მერე რომ არაფერი გვრჩებოდა ეს იყო ჩვენი პრობლემა. რომ ხედავდა ამას რომ არსაიდან შემოსავალი არ იყო, ეტყობა ამან ზემოქმედება მოახდინა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლამარა ტერელიძე – მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედა

“ფორმულა”

ლამარა ტერელიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის და პატიებას სთხოვს. 

ცნობისთვის, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები უკვე წამოაყენა.

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია.

იტვირთბა....