aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფული ესებუამ თავდასხმიდან 3 დღეში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაიტანა, მას ნათესავი ე.წ. კანონიერი ქურდი დაეხმარა…” – “მთავარი არხი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბადრი ესებუას ფულის საიმედო ადგილზე გადამალვაში, კრიმინალური ავტორიტეტი – ჩირო შონია დაეხმარა. შონია ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და სიგარეტის კონტრაბანდითაა დაკავებული – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფული ესებუამ თავდასხმიდან 3 დღეში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაიტანა და ნათესავებთან  დამალა. თუმცა, სამძებრო ოპერაციის გამო კონტრაბანდისტებმა ესებუას ენგურზე გადაყვანა მაშინვე ვერ შეძლეს.

ასევე არხის ინფორმაციით, ბადრი ესებუას ნათესავი ჩირო შონია გალის რაიონიდანაა, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც კრიმინალურ ვითარებას აკონტროლებს, როგორც გალის, ისე მის მიმდებარე ტრიოტორიაზე. ზუგდიდში ღიად არსაუბრობენ, თუმცა კამერის მიღმა ყვებიან, რომ ის პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და მის ყოფილი მოადგილეს ლევან კაკავასაც კარგად იცნობს. კრიმინალური ავტორიტეტი ხელისუფლების მხარდამჭერად არჩევნებშიც აქტიურად ერთვებოდა ხოლმე.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

იტვირთბა....