aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძა­ლი­ან გთხოვთ, აპა­ტი­ეთ ლე­ვა­ნს და მა­პა­ტი­ეთ მე, რო­გორც ერ­თა­დერ­თი შვი­ლის პატ­რონს” – ლევან ზურაბიშვილის დედა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის დედა პირველ კომენტარს აკეთებს და საზოგადოებას მიმართავს.

73 წლის ლა­მა­რა ტე­რე­ლა­ძე “ფორ­მუ­ლას­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხადებს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მის­მა შვილ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ნო­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე ჩა­ი­დი­ნა.

“ხელ­ზე მა­კო­ცა, დავ­ლო­ცე და სამ­სა­ხურ­ში გა­ვუშ­ვი. ყვე­ლა­ფერ­მა იმოქ­მე­და ეტყო­ბა, დე­და­ჩემს წა­მა­ლი ვერ ვუ­ყი­დეო, მა­ღა­ზი­ი­დან პურს ვალ­ზე ვყი­დუ­ლობთ… ეკო­ნო­მი­უ­რი გა­ჭირ­ვე­ბა იყო მი­ზე­ზი, რომ ასე­თი რამე ჩა­ი­დი­ნა. რო­გორც ჩანს, ცოტა და­ლია. ეს ლი­მონ­კის ყიდ­ვა სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა?!

ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო იმ ხალ­ხს, ვინც ლე­ვან­მა გუ­შინ შე­ა­წუ­ხა. ძა­ლი­ან გთხოვთ, აპა­ტი­ეთ ლე­ვა­ნის და მა­პა­ტი­ეთ მე, რო­გორც ერ­თა­დერ­თი შვი­ლის პატ­რონს. მე სხვა არა­ვინ გა­მაჩ­ნია. მას ეს ბო­რო­ტე­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია. მე არ ვა­მარ­თლებ. რას ქვია შე­იჭ­რა?! მეც რომ ვიყო და ვი­ღაც შე­მო­ვარ­დეს, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­დე­ბა. ამ ხალ­ხის წი­ნა­შე ძა­ლი­ან მცხვე­ნია” – ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა.

ცნობისთვის, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები უკვე წამოაყენა.

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია.

იტვირთბა....