aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამომღები კომპანიები მოქალაქეებს აშანტაჟებენ, ხანდაზმულ სესხებზე გადახდას სთხოვენ” – ორგანიზაციის მიმართვა საზოგადოებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებით, ბოლო თვის განმავლობაში, განსაკუთრებით გააქტიურდნენ კონკრეტული ფინანსური კომპანიები, რომლებიც იძულებისა და დაშინების ფორმებით, მოქალაქეებს მოუწოდებენ გადაიხადონ თანხები სამომხმარებლო სესხებზე.

მათივე თქმით, აღნიშნულ სესხებზე მოთხოვნის სამართლებრივი ვადები გასულია ან მთავრობის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს გადახადის ვალდებულება აღარ გააჩნიათ.

“არსებობს ორი ტიპის პრობლემა, როდესაც სესხი ხანდაზმულია ანუ ვადაგასულია და ფინანსური ვალდებულების შესრულების მოთხოვნა კომპანიას კანონი აღარ აძლევს, მაგრამ კომპანიები ცდილობენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას და სხვადასხვა ფორმით მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადების აღდგენას და მეორე გარემოება, როდესაც 2018 წელს, საქართველოს მთავრობამ სესხების განულების პროგრამა განახორციელა, თუმცა უიმედო სესხების პორტფელი ბანკებმა თუ სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამომღებ კომპანიებს გადასცეს.

დღესდღეობით, ამომღები კომპანიები დაკავებულია ე.წ. უიმედო სესხებზე ხანდაზმულობის ვადების აღდგენით. ასეთი სესხებზე საერთო სასამართლოებში არაერთი სარჩელია წარდგენილი.”

ორგანიზაცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ასეთ სარჩელებს იურიდიული პერსპექტივა არ გააჩნია და ამომღები კომპანიების შანტაჟს არ უნდა დაემორჩილონ.

იტვირთბა....