aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ქართველებს ასეთი მაგარი პოლიტიკოსი ზვიად გამსახურდიას შემდეგ არ გვყოლია” – კაკაბაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თავდამსხმელზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მწერალი და უფლებადამცველი, ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაძე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.

“მეტრონომი” ირაკლი კაკაბაძის “ფეისბუქ”  პოსტს უცვლელად გთავაზობთ

ღმერთმა საქართველოს უმრავლოს ასეთი პატრიოტი “მძარცველი” – ეს მძარცველი კი არა ხალხოსანი პროგრესული პოლიტიკოსი ყოფილა, რომელიც მართლა ხალხზე ფიქრობს. მის დაყენებულ მოთხოვნებს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი.

მე პირადად სრულიად ვიზიარებ მის სამივე მოთხოვნას:

1. გაუქმდეს აზარტული თამაშები.

2. შემცირდეს მძარცველი ბანკების პროცენტი და შეწყდეს მოსახლეობის ძარცვა მევახშე ორგანიზაციების მიერ.

3. შემცირდეს ფასები სამედიცინო პრეპარატებზე.

ეს სრულიად სამართლიანი მოთხოვნებია. ეს კაცი რამდენად არის კრიმინალი – ეს კდევ საკითხავია. მიიღონ ეს კანონები სასწრაფოდ.

“საკითხავია რა უფრო დიდი ბოროტებაა: ბანკის გაძარცვა თუ მისი დაარსება” – ბერტოლტ ბრეხტი”. – წერს კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

მანამდე კი ირაკლი კაკაბაძემ, ლევან ზურაბაშვილის გვერდზეც დატოვა კომენტარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ასეთი ადეკვატური პოლიტიკოსი ჯერ საქართველოს არ ჰყოლია ზვიადის და მერაბის შემდეგ. იმედია დააკმაყოფილებს ახალი პარლამენტი ამ მეტად სამართლიან მოთხოვნებს. მთავარი პრობლემები სწორედ ესენია! კაცი თავს სწირავდა ხალხის გულისათვის.”

შეგახსენებთ, რომ გუშინ,  თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირმა მძევლად 9 ადამიანი აიყვანა.

ამასთან, თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები წამოაყენა. შეიარაღებულ პირს მთავრობასთან პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდა. კერძოდ, შეიარაღებული პირი მოითხოვდა, პარლამენტში პოლიტიკოსები შეიკრიბონ და სამი კანონი მიიღონ.

1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში.

2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში.

3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ.

იტვირთბა....