aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა” – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თავდასხმელი წერილს ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა,” – ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თავდამსხმელი, ლევან ზურაბიშვილი აჭარის ტელევიზიისთვის გაგზავნილ წერილში წერს.

„ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც იმყოფებოდა შენობაში და მათ ოჯახის წევრებს, ვინც მიიღო სტრესი და ვინ თუ არა მათ იციან ძალიან კარგად, რომ მე არ მსურდა მათი დაზიანება. ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა.

რაც გამოიხატება აზარტული თამაშების აკრძალვასა და მკაცრ რეგულაციებში რაც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს საბანკო სესხებიდან და მაღალი საპროცენტო განაკვეთებისგან. ადამიანები დაიბრუნებენ ნორმალურად ცხოვრების უფლებას.

ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს საშუალება შეიძინონ საჭირო მედიკამენტები ვინაიდან კატასტროფულად მოიმატა ფასებმა და ამის ხარჯზე მდიდრდებიან კონკრეტული ადამიანები.

მე ამ იდეის გამო ვიბრძვი და ვიბრძოლებ სადაც არ უნდა ვიყო, ვინაიდან ეს არის მხოლოდ ჩემი სატკივარი და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ იზრუნოს ხალხზე.

ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“, – წერს ზურაბაშვილი წერილში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ,  თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირმა მძევლად 9 ადამიანი აიყვანა.

ამასთან, თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები წამოაყენა. შეიარაღებულ პირს მთავრობასთან პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდა. კერძოდ, შეიარაღებული პირი მოითხოვდა, პარლამენტში პოლიტიკოსები შეიკრიბონ და სამი კანონი მიიღონ.

1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში.

2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში.

3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ.

იტვირთბა....