ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ყველაზე მნიშვნელოვანია” – პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს

„მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს პანდემიის პირობებში როცა მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ერთობლოვად იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა, 31 ოქტომბერს ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიის ყოფნას საკანონმდებლო ორგანოში. გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ თითოეული პოლიტიკური პარტია და დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისგებლობას და შესაბამისად მოიქცევა.

“ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისგებლობას და შესაბამისად მოიქცევა როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეს, იმ მოლოდინებს და იმ პასუხისგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, პირველ რიგში ეს გახლავთ გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, რეგინული გამოწვევები, არის უაღესად მნიშვნელოვანი“ – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....