ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან მკაცრად უნდა აგოთ პასუხი, წამოკოტრიალებული პაციენტით ადგილის დაკავების და მათ მკურნალობაში აღებული ფულის გამო” – ქართველი ექიმის განცხადება

ექიმი, ანი ქავთარაძე კერძო კლინიკების მხრიდან ფინანსური დაინტერესების მიზნით ჩადენილ ქმედებებზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქავთარაძე “ფეისბუქში” წერს,  ხშირად, გამოჯანმრთელებულ პაციენტს კლინიკიდან არ წერენ. ამასთან, ექიმი ჯანდაცვის უწყებას კოვიდკლინიკების გაკონტროლებას სთხოვს.

“მაინტერესებს, ვინ აკონტროლებს კოვიდ-კლინიკებს და საერთოდ, არსებობს ასეთი კონტროლი თუ არა?!
რატომ გადაიფარა ჩალით ეს ქვეყანა და რატომ გაწყდა შუბლის ძარღვი, მასიურად?!
უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ კლინიკა აყოვნებს აწ უკვე სრულიად უსიმპტომო პაციენტებს და აკავებინებს ადგილს ადამიანებს, რომლებსაც აბსოლუტურად არანაირი სამედიცინო დახმარება არ ესაჭიროებათ!

არათუ კლინიკური დახმარება, არამედ კოვიდ სასტუმროს აუცილებლობაც არ აქვთ, ვინაიდან თავისუფლად შეუძლიათ საკუთარ ბინაში იზოლირება!

ამის პარალელურად, არაერთ ჯგუფში და პირად მიმოწერაში, ადამიანები, ხშირად პჯრ-ის ექიმებიც, ითხოვენ მძიმე, მინიმუმ, ჟანგბადის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ადგილებს!
ეს ადამიანები, ბედის ანაბარად, ასე, პირადი კონტაქტების იმედად არიან დარჩენილნი.
მერე, ჩვენ ყველა ვიწყებთ ძებნას და ხვეწნას, სადმე მიიღონ და მინიმუმ ჟანგბადი მისცენ!!!
თითოეული ასეთი შემთხვევა, წინაპირობაა ლეტალობის ალბათობის!

რატომ იქცევით ასე?!

ვინ ხართ?!

საიდან მოხვედით?!

ნუთუ აღრაფერი დარჩა ამ ქვეყანაში ადამიანური?!

მორჩება ეს ყველაფერი და იმედი გაქვთ, რომ ჩალით დაფარულში, არავინ მოგთხოვთ პასუხს!
თქვენ ძალიან მკაცრად უნდა აგოთ პასუხი, თითოეული, ასეთი, “წამოკოტრიალებული პაციენტით” ადგილის დაკავების და მათ “მკურნალობაში” აღებული ფულის გამო, იმიტომ რომ ამის პარალელურად, სადღაც, ვიღაც იხრჩობა და შემდეგ დაგვიანებული მართვის გამო კვდება!!!

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა

გამოყავით ხალხი, ამ საკითხის რანდომულად კონტროლისთვის! – წერს ექიმი “ფეისბუქში”

იტვირთბა....