ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ იყო ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი – რესპუბლიკური საავადმყოფოს განცხადება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაცვლილი ექიმი ისლამ საფაროვია და ის 62 წლის იყო.

საავადმყოფოს ინფორმაციით, ის ცხრა დღის განმავლობაში მკურნალობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ექიმი სახლში აპირებდა წასვლას, თუმცა უეცრად დამძიმდა. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია, ან ინფარქტი გახდა.

ექიმს რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა, უშედეგოდ.

იტვირთბა....