aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ფაქტი ან თვითდაგეგმილია, ან რიგითმა ადამიანმა გაბრაზების ნიადაგზე ჩაიდინა”- ადვოკატი მელიას შტაბის დაწვაზე

ნოდარ და ლევან შუკაკიძეების ადვოკატი ია გაბედავა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდებას ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ გლდანში მისი საარჩევნო შტაბი გადაწვეს.
როგორც პრესკონფერენციაზე ადვოკატმა განაცხადა,  ბრალდება უსაფუძვლოა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულთან არანაირი კავშირი აქვს.
“ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ეს ფაქტი ან თვითდაგეგმილი იყოს, ანდა იმ ადამიანების გაკეთებული, ვინც “ნაცმოძრაობის” 9- წლიანი მმართველობით გაღიზიანებულია.
 ნიკა მელიამ გუშინ დაადანაშაულა კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და ძმები შუკაკიძეები. მან ისინი უწესო ადამიანებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ლევან შუკაკიძე მითითებებს აძლევს კალაძეს და კობიაშვილს. ბუნებრივია ამისათვის საჭიროა მტკიცებულებები. მელიამ სახალხოდ, ყოველგვარი მტკიცებულებეის გარეშე განაცხადა, რომ მათ ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული,”- აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ეს ფაქტი თვითდაგეგმილი იყოს, ანდა იმ ადამიანების მიერ გაკეთებული, ვინც “ნაცმოძრაობის” 9-წლიანი მართველობით გაღიზიანებულია.
“9 – წლიანი რეჟიმის დროს ძალიან ბევრი ადამიანი არის მათზე განაწყენებული გამორიცხული არ არის და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ფაქტი ან თვითდაგეგმილია, ან რიგითმა ადამიანმა გაბრაზების ნიადაგზე ჩაიდინა აღნიშნული. თუ ვინმეს რაიმე დოკუმენტაცია ან მტკიცებულება აქვს, გამოძიებას უნდა მიაწოდოს,”- განაცხადა ია გაბედავამ.
aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი დაიწვა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

“უკომპრომისო ბრძოლა იქნება, მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, მოსარიდებელია თავი, თუ ბოლომდე შემოვლენ ბრძოლაში. ამ რეჟიმის მხრიდან რაიმე ადეკვატურს არ ველოდები. მოდიან და წვავენ. დევნას გამოვაცხადებ, დევნას გამოვაცხადე ამ კანონიერი ქურდების დამქაშების“, – განაცხადა მელიამ.

იტვირთბა....