ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

MDF: საქართველოში აშშ-ის ელჩის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში ორი დეზინფორმაცია გავრცელდა

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, „მითების დეტექტორმა“ საარჩევნო პროცესში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების და მათთან დაკავშირებული პირების, ასევე ამერიკის ელჩის და ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატიის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ 31 დეზინფორმაცია გამოავლინა და გადაამოწმა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ეს სუბიექტებია: ოპოზიცია, საიდანაც ყველაზე დიდი წილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან დაკავშირებულ სუბიექტებზე მოდის (16) და „ქართული ოცნება“ (8).

„4 შემთხვევაში, დეზინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად გავრცელდა. ყალბი ცნობების გადამოწმების პროცესში 1 სახელისუფლებო და 1 ოპოზიციასთან დაკავშირებული ტროლი გამოვლინდა. 2 დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გავრცელდა, 1 კი – ტრამპის ქართველი მხარდამჭერი გვერდის მიერ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.

როგორც ქვემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ციტატების გაყალბება (9) და ყალბი ინფორმაცია (9), ასევე გაყალბებული პოსტების/დოკუმენტების და ფოტო-ვიდეომანიპულაციის (8) გავრცელება. მონიტორინგის პერიოდში მმართველი პარტიიის სასარგებლოდ ქლიქბაიტ საიტებით ცრუ მოლოდინების შექმნის 3 და ოპოზიციის წინააღმდეგ ყალბი მხარდამჭერი გვერდის შექმნის 2 შემთხვევა გამოვლინდა.

გამოვლინდა 56 ფეისბუკ ანგარიში, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ ყალბ ცნობებს ავრცელებდა და მეტწილად მმართველ პარტიასთან იყო აფილირებული; ასევე 30 ანგარიში, რომელიც ყალბ ცნობებს მმართველი პარტიის წინააღმდეგ აქვეყნებდა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული; პრორუსული და „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული (9), ასევე ულტრანაციონალისტური/ანტილიბერალური (4) სოციალური მედიის ანგარიშები შედარებით მცირე იყო, თუმცა ამ ჯგუფების 35 წარმომადგენლები პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ნაწილში დომინირებენ, სადაც 22-ვე დეზინფორმაციული კომენტარი პრორუსულმა და ულნტრანაციონალისტმა საარჩევნო სუბიექტმა გააკეთეს“, – ვკითხულობთ კვლევაში, რომელშიც ასევე საუბარია საქართველოში ამერიკის ელჩის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე:

„საქართველოში ამერიკის ელჩის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში ორი დეზინფორმაცია გავრცელდა:

პირველი უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების დღის შეფასებას შეეხებოდა. ანტილიბერალურმა გვერდმა “კარდჰუ” ელჩ კელი დეგნანის ციტატა გააყალბ , რომელშიც ის არჩევნებს დემოკრატიულად აფასებდა და ყველა პარტიას მისი შედეგების მიღებისკენ მოუწოდებდა. მას შემდეგ, რაც “მითების დეტექტორმა” ფეისბუკზე პოსტი ყალბად მონიშნა, “კარდჰუმ” ის გვერდიდან წაშალა. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ციტატა “კარდჰუმ” ადრეც გააყალბა , როდესაც ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის შემდეგი სიტყვების ფაბრიკაცია მოახდინა: „ოქტომბრის არჩევნების შედეგები არავის არ მოგეწონებათ, მაგრამ ეგ იქნება დემოკრატია”. მაშინ კიზინგერმა რეალურად თქვა: „არავინ იქნება ბოლომდე კმაყოფილი, თუმცა ასეთია დემოკრატია.” მსგავსი გაყალბებული პოსტი კინზინგერზე კრემლისტურმა “პოლიტიკანომაც” გაავრცელა. ორივე გაყალბებული ციტატა თანხვედრაში იყო ნარატივთან, რომელიც წლებია ამკვიდრებს აზრს, რომ ამერიკა საარჩევნო პროცესში ერევა, დემოკრატია ფიქციაა, ხოლო არჩევნების შედეგი წინასწარ გადაყწვეტილია.

ელჩის შესახებ მეორე დეზინფორმაციის წყარო ულტრანაციონალისტური “ქართული მარშის” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ერმილე ნემსაძე იყო, რომელიც ავრცელებდა ყალბ პოსტს, თითქოს კელი დეგნანი იმ 17 დიპლომატს შორისაა, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვა და ქვეყნიდან მის გაწვევას ითხოვდა (იხ.IV ნაწილი). აღნიშნული დეზინფორმაციის მიზანი თანხვედრაშია იმ გზავნილთან, რომელიც ორი ამერიკის თეზას ავითარებს და ამკვიდრებს აზრს, რომ ამერიკის ინტერესებს საქართველოში პრეზიდენტ ტრამპის მოწინააღმდეგეები წარმოადგენენ. ბაიდენის ინტერესების კონტექსტში იყო წარმოჩენილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიც პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან, რომელიც მათ მარცხს ბაიდენის ხაზს, ამერიკულ ძალოვან უწყებებს და ამერიკის ელჩის აქტოვობებს უკავშირდებდა:

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ ჩვენი მასშტაბის პარტიას ჰქონდეს 3 პროცენტი… პირდაპირ ვამბობ, ამის თანამონაწილე იყო ამერიკელი ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც, აი, ბაიდენის ხაზს წარმოადგენენ, იყვნენ ამის თანამონაწილეები და კიდევ ბევრი ხალხი, კაცო… ამერიკის ელჩი, ქალბატონი, რომელიც იმ დღეს რატომღაც 3 საათამდე ბრძანდებოდა ცესკოში. რა უნდა ამერიკის ელჩს იქ, ცესკოში? აი, რატომ არის? ევროკავშირის ელჩი იქ არ არის, ამერიკის ელჩი რატოა?“ ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია, თითქოს ჯო ბაიდენი არჩევნების გაყალბების ორგანიზაციაზე საუბრობდა, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ტრამპის მხარდაჭერმა ქართულმა ფიესბუკ გვერდმა “ჩვენ ვართ” გამოაქვეყნა, რომელიც სახელისუფლებო ექსპერტებს და ულტრანაციონალისტ აქტივისტებს აერთიანებს“. – ვკითხულობთ კვლევაში, რომლის სრულ ვერსიასაც შეგიძლიატ გაეცნოთ ბმულზე: წინასაარჩევნო მონიტორინგი 2020- ანტიდასავლური გზავნილები, სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია

 

იტვირთბა....