aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ლევანი მიშოს ყვირილმა გამოაღვიძა” – რას ჰყვება თემქაზე ყელის არეში დაჭრილი მამაკაცის ახლობელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ლევანი მიშოს ყვირილმა გამოაღვიძა” – ამის შესახებ “კურიერთან” თემქაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ყელის არეში დაჭრილი ლევან შაბურიშვილის თანამშრომელი ჰყვება.

როგორც შაბურიშვილის თანამშრომელი კურიერთან ამბობს, მისთვის უცნობია, თუ რას მოჰყვა დაპირისპირება.

“მიშოს არ ვიცნობდი, ვინც დაიჭრა ის არის ჩემი თანამშრომელი. ვიცი რომ ლევანის სახლში იმყოფებოდნენ, მიშო მასთან მივიდა და მან მიიყვანა ბიჭი და გოგო. როგორც ვიცი, ლევანს ეძინა და მიშოს ყვირილმა გამოაღვიძა, როდესაც ოთახში გავიდა მიშო დაბლა ეგდო ყელგამოჭრილი. მანამდე როგორც ვიცი, მშვიდად ისხდნენ და ლუდს სვამდნენ, პირველად ნახა ლევანმა ის გოგოც და ბიჭიც. ლევანი როდესაც ოთახში შევიდა, უცნობმა ბიჭმა მასაც ხელი სტაცა და ყელში დანა გამოუსვა, რის შედეგადაც დაიჭრა ყელის არეში,” – აცხადებს  ლევან შაბურიშვილის მეგობარი თაია ცეკვავა.

შეგახსენებთ, რომ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. აღნიშნული მკვლელობა თაკო ჩარკვიანის პარტიის წევრის ლევან შა­ბუ­რიშ­ვი­ლის საცხოვრებელ ბი­ნა­ში მოხდა. თავად ბინის მესაკუთრე კი ყელის არეშია დაჭრილი და ის ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავა.

იტვირთბა....