aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არ შეიძლება, რომ ხელისუფლება კორონავირუსს კომენდანტის საათით და წყლის ჭავლით ებრძოდეს”

“არ შეიძლება, რომ კორონავირუსს ხელისუფლება ერთდროულად “კომენდანტის საათით” და წყლის ჭავლით ებრძოდეს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირმა ნადირაშვილი – “ევროპული საქართველოს” ერთიერთი წევრი 

ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” გუშინ, ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით,  ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები აქციის მონაწილეებში პროტესტს ვერ ჩააქრობს. 

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

იტვირთბა....