„მიხეილ სააკაშვილი როლშია შესული და გავლენიან ადამიანს თამაშობს. ეს არის ერთადერთი არალეგიტიმური ადამიანი ამ არჩევნებზე, რომელიც კამპანიაში იყო ჩართული და ლიდერად გვევლინებოდა. ის არც საქართველოს მოქალაქეა, მას თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული თავისივე დანაშაულებისთვის. ამიტომ, ეს ადამიანი უბრალოდ თავის მომხრეებს აქეზებს და ცდილობს, ვიღაცას მოაჩვენოს თავი, მოდის, ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ხდება. თამაშობს და ჰგონია, რომ საპროტესტო ტალღას ააზვირთებს“.
მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი