უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ 19-მდე უბნის ხმების გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ არანაირი გაყალბებად ადგილი არ ჰქონია.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხმების ხელმეორედ გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები.
მისივე თქმით, საჩივრები მასობრივად იქნა შეტანილი ცესკოში მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა.
“ცესკომ მიიღო ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 20-მდე, დღეის მდგომარეობით ასეთი უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი. გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, მითუმეტეს, რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, ასეთი არ დაფიქსირებულა. მეტიც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები,”- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე.
შეგახსენებთ, ოპოზიციური ძალაბი ცესკოს მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიცია ცესკოს თავჯდომარის, თამარ ჟვანიას გასამართლებას ითხოვს.
ამასთან, როგორც ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, ცესკოს თავჯდომარემ საპარლამენტო არჩევნების ტოტალურ გააყალბას ხელი შეუწყო და ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს.