aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილება ჩვეულებრივი მოვლენა” – შსს განცხადებას ავრცელბს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილება ჩვეულებრივი მოვლენა.

როგორც მინისტრის ოადგილემ აღნიშნა, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და პრევენციული ღონისძიებებისთვის, სადაც საჭირო იქნება, იქ მოხდება პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება.

“ჩვენ გუშინ, არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი მიზანი და გამოწვევა არის – არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ, თავისუფალ, ასევე, უსაფრთხო გარემოში.

ამ ამოცანისთვის, რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას ეხება გადაადგილება, რაც იყო.

რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეს გადაადგილებები, სადაც დაგვჭირდება, რომელ ლოკაციაზეც, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება, იქ მოხდება და ამის შესახებაც დამატებით ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით”, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

იტვირთბა....