aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეცრაზმა გადაადგილება დაიწყო – რა ვითარებაა ამ დროისთვის მარნეულში

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული. “მთავარი არხის” ინფორმაციით მარნეულში, ცენტრალურ ქუჩაზე სპეცრაზმა გადაადგილება უკვე დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის უცნობია თუ რატომ დაიწყო სპეცრამზმა ქალაქში გადაადგილება.

შეგახსენებთ, რომ ვიდრე სპეცრაზმი ქალაქში გადაადგილებას დაიწყებდა, ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში მარნეულის პოლიციის შენობის ტერიტორიაზე იყვნენ გაჩერებული.

ოპოზიიცის განცხადებით კი სპეცრაზმის ქალაქში გამოჩენა სავარაუდოდ,  მესამე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაძაბულობას უკავშირდება. ოპოზიციის ინფორმაციით, მესამე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტინები ჩაყარეს. როგორც ისინი ამბობენ, ამ დროს უბანზე რამდენიმე წუთით ელექტროენერგიაც გაითიშა, რითაც ისარგებლეს და ბიულეტინები ყუთში ჩაყარეს.

ცნობისთვის, მარნეულში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

იტვირთბა....