aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი” – გიორგი გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“აი, ეს არის ზუსტად “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ინდივიდუალური ადამიანის ბედი არავის არ ადარდებს,” – აღნიშნული განცხადება პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკორდინცაიო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან  ბუბა კიკაბიძის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. აი, ეს არის ზუსტად “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ინდივიდუალური ადამიანის ბედი არავის არ ადარდებს, ჯერ ეგ ერთი ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, ნუ… რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია, რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, აი ამ ერთ საღამოში… სამწუხაროდ, სამწუხაროდ…

და კიდევ ერთს დავამატებდი, გუშინდელმა აქციამ, მათ შორის გამომსვლელი ხალხის დონეზეც, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილებები უნდა დაიწყოს და, აი, ეს პოსტსაბჭოთა, საბჭოური პოლიტიკური ელიტა, რომელიც 30 წელია ქვეყანამ ვერ მოიშორა, ნუ, ეს უნდა დამთავრდეს. ამიტომ იყო სწორედ მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანი გამოჩნდეს პარლამენტშიც და პოლიტიკაშიც. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი — პროდასავლური, კარგი დასავლური განათლებით და არა ის, რაც გუშინ ვნახეთ, ის რა, რუსული ნარატივებით,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....