aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გამოცხადდება თუ არა საყოველთაო კარანტინი არჩევნების შემდეგ – გახარიას განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ლოქდაუნი არ გამოცხადდებადა მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას თქმით, ამ საკითხს ოპოზიციური ძალები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

“ბევრი იყო საუბარი წინასაარჩევნო კონტექსტში ლოქდაუნთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, იმისთვის რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ.

ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემისთან ბრძოლაში დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა იქნება პრიორიტეტი”, – თქვა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, “ევროპულ საქართველოს” ლიდერებმა მწყაროზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ არჩევნების მერე ხელისუფლება საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას გეგმავს.

იტვირთბა....