aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არაფერს ვაპირებთ, ნუ ეშინიათ, ნუ კანკალებენ” – ზაალ უდუმაშვილი ხვალინდელ დაანონსებულ აქციაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არაფერს ვაპირებთ, ნუ ეშინიათ, ნუ კანკალებენ,” – ამი შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზაალ უდუმაშვილმა “პრაიმტაიმთან” 31 ოქტომბერს ენმ-ს მიერ დაანონსებული აქციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც უდუმაშვილი ინტერვიუში განმარტავს, “ქართული ოცნების” მერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებზე გარკვეულ პროვაკაციებს გეგმავს არის სიცრუე.

მისივე განცხადებით, მერიაში შეტანილი განცხადება, რომელიც დილის 12 საათიდან საღამოს 12 საათამდე რუსთაველზე აქციის მოწყობა, გულისხმობს იმას, რომ დილით რუსთაველზე უნდა მივიდეს ტექნიკური ჯგუფი და  ააწყოს სცენა.

“რასაც „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ, არის მტკნარი წყლის სიცრუე. ჩვენ მერიაში გვაქვს შეტანილი განაცხადი 31 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით. ამ განცხადებაში წერია, რომ დილის 12 საათიდან ვითხოვთ რუსთაველზე ღამის 12 საათამდე აქციის გამართვას. 12 საათი იმიტომ არის მითითებული, რომ იქ უნდა მივიდეს ტექნიკური ჯგუფი, უნდა ააწყოს სცენა, რასაც სჭირდება, დაახლოებით, 6 საათი.

ჩვენ შეკრებას დავიწყებთ მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები. ამ აქციის მიზანი არის ის, რომ ერთად დავდგეთ, დაველოდოთ არჩევნების შედეგებს, ვნახოთ მონიტორებზე, როგორ შედის ცესკოში მონაცემები და ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება.

არაფერს ვაპირებთ, ნუ ეშინიათ, ნუ კანკალებენ, ჩვენ უბრალოდ, ერთად შევიკრიბებით. მოსახლეობას, რომელსაც ექნება სურვილი, რომ მოვიდეს და ჩვენთან ერთად იყოს რუსთაველის გამზირზე, ყველას ვეპატიჟებით. ამ აქციას  სხვა დანიშნულება არ გააჩნია.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიცია პირველ ადგილზე გავა, მათ შორის, ყველაზე კარგ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, იქნება „ნაციონალური მოძრაობა.

წინასწარ როგორ გითხრათ. თუ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, რის უფლებასაც არ მივცემთ, რეაქციაც ადეკვატური იქნება, მაგრამ არ დაგვჭირდება არაფერი მერწმუნეთ, რადგან ჩვენ ვაპირებთ, ძალიან მშვიდობიანად, წყნარად გავისტუმროთ ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

მიხიელ სააკაშვილმა თავად განაცხადა, რომ ის არ აპირებს ჩამოვიდეს საქართველში, რადგან მისი პერსონა არ გახდეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზეზი. მან განაცხადა, რომ ის ქვეყანაში ჩამოვა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, ამიტომ ტყუილად ნუ ელანდებათ, ნუ აქვთ ასეთი პანიკა.

გასაგებია, რომ ეშინიათ სააკაშვილის, უნდა ეშინოდეთ, მაგრამ არაფერი არ იგეგმება ისეთი, რაც ხელს შეუშლის საარჩევნო პროცესს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რაც შეიძლება წყნარად ჩავატაროთ არჩევნები.

როგორც  გუშინ ვნახეთ, აქციაზე დაცული იყო ყველა ნორმა, ყველა იყო პირბადით, რიგდებოდა სადეზინფექციო ხსნარები, შემოსასვლელებში თერმო სკრინინგი მიმდინარეობდა. ასე გავაგრძელებთ მომავალში, ყველა აქციაზე იქნება შესაბამისი ზომები მიღებული.” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.

იტვირთბა....