aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი ავტოკატასტროფის ფონზე” – კალაძე გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახი კალაძე გორთან მომხდარ ავტოავარიას სოციალური ქსელით ეხმაურება.

აღნშნული პოსტით კალაძემ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

“არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,” – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან მოხდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი გაჩერებულ მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის განცხადებით, სავარაუდოდ, ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა.

ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-მ  მომხდარ ფაქთთან დაკავშირებითნ გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....