aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს” – ირაკლი ჩიხლაძე გვარამიას განცხადებას ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებელის, ნიკა გვარამიას მიერ გორითან მომხდარ ავტოავარიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

“მეტრონიმი” ჩიხლაძის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს და რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს და ტრაგედიას ღირებულება არ აქვს, ამ მძიმე კონტექსტშიც იმედზე ბოდავს და ისევ ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობს, იქეთ დისკრედიტებული და ჯამბაზი … ქრონიკას ეს უმძიმესი ამბავი არ გადაუღია! ჩვენ ადამიანები ვართ და არა მთავარი მავნებლები მისგან განსხვავებით“, – წერს ირაკლი ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან მოხდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი გაჩერებულ მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის განცხადებით, სავარაუდოდ, ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა.

ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-მ  მომხდარ ფაქთთან დაკავშირებითნ გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....