aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული ოცნება არჩევნებში ოპოზიციის ნაცვლად მთავარ არხს ებრძვის” – ნიკა გვარამია ნაცვლიშვილის პოსტს ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” პიარკონსუტანტის, ლაშა ნაცვლისშვილის სტატუს ეხმაურება.

გვარამია სოციალური ქსელით ოცნების საერთო ჩატიდან ლაშა ნაცვლიშვილის სტატუსაც აქვეყნებს და დასძენს, რომ ქართული ოცნება არჩევნებში ოპოზიციის ნაცვლად მთავარ არხს ებრძვის.

“ქვემოთ იხილეთ ლაშა ნაცვლიშვილის სტატუსი ოცნების საერთო ჩატიდან. მოკლედ,
ქართული ოცნება არჩევნებში ოპოზიციის ნაცვლად მთავარ არხს ებრძვის.
ოპოზიციის “სასახელოდ” უნდა ითქვას, რომ ამ ბრძოლაში მონსტრის წინააღმდეგ მე და ჩემი ტელევიზია მარტო ვართ, მხარდაჭერის იშვიათი გამონაკლისების გარდა

ქართულ ოცნებას ყველაფერზე მეტად ჩემი ეგზიტპოლის ეშინია (განსაკუთრებით იმ აუხსნელი ფსიქიკის ხალხის საყურადღებოდ, ვისაც პირველი ოთხიანის ფობია ჭირს, რაც, ჩემი აზრით, უტყუარი ფსიქიური დისფუნქციის ნიშანია)” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

იხ.ფოტო:

იტვირთბა....