aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რას ვაკეთებთ, თუ კორონავირუსის სახლში გადატანა მოგვიწია – მთავრობის ინსტრუქტაჟი

aviabiletebi
ავიაბილეთები

stopcov.ge – ზე გამოქვეყნდა რეკომენდაციები, რომელიც COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის დროს უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ:

“არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;

არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით;

დროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად, ოჯახის წევრისგან უშუალო კონტაქტის გარეშე;

თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი;

ოჯახის წევრებმა არ უნდა გამოიყენონ საერთო სარგებლობის ნივთები, ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი და ასე შემდეგ;

ხშირად გაანიავეთ ოთახი ფანჯრის გაღებით;

ხშირად და საგულდაგულოდ გაწმინდეთ ისეთი ზედაპირები, რომელზეც ხშირად გიწევთ შეხება. ასევე სველი წერტილები. მაგ: მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონი;

აუცილებელია ბევრი სითხის მიღება

კოვიდინფიცირებულმა ბინაზე მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი, ექიმის დანიშნულების გარეშე.

ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულები მოერიდეთ ზურგზე წოლას;

სასურველია, კოვიდინფიცირებული საკუთარ სიმპტომებს ყურადღებით დააკვირდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესების, ასევე სუნთქვის გაძნელების, ქოშინის, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზის და სხვა შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან 112-ს. ამასთან, სასურელია კოვიდინფიცირებულმა ოპერატორი გააფრთხილოს, რომ მას აქვს კოვიდ-19 დადასტურებული.”

იტვირთბა....