aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეჭრისთვის ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამართალდამცავებმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლში შეჭრისთვის ერთი პირი დააკავეს. – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული უწყების განცხადებით მომხდარ ფაქტთან დაკავშირების სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

შეგახსენებთ, დღეს, გამთენისას დაკავებული საცხოვრებელ სახლში პირველი სართულის ფანჯრიდან შევიდა, სადაც სახლის მესაკუთრეს არასრულწლოვან შვილთან ერთად ეძინა.

ხოლო ოჯახის წევრის განცხადებით, სავარაუდოდ, მესაკუთრეს ხმაურზე გაეღვიძა და შესაძლო დამნაშავეს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სახლში შესულმა უცნობმა პირმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

დაზარალებული ბადრი ხიმშიაშვილი თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით BMC- ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ცნობისთვის,  ეჭვმიტანილმა ხიმშიაშვილების ოჯახიდან ოქრო და სეიფის გასაღების წაღება მოახერხა.

 

იტვირთბა....